
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.
„არალეგიტიმურად შექმნილ ღალატის კომისიაზე გამოცხადებას არ ვაპირებ!“ - აღნიშნავს თინა ბოკუჩავა.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გამოიკითხნენ. მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ევროპულ სტრუქტურებში ვიზიტებთან დაკავშირებით მიაწოდეს კომისიას ინფორმაცია, სადაც მათი თქმით ოპოზიციონერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ზოგადად, ქვეყნის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს ლობირებდნენ. როგორც გივი მიქანაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის თინა ბოკუჩავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორიდორებში პოლიტიკურ ჯგუფთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებს ხვდებოდა და აყენებდა საკითხს, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. გარდა ამისა, ამავე კომისიის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმაც აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრობდა.
0
0
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს
25/06/2025