17/12/2023
20:33
მსოფლიო
იენს შპანი გამოვიდა ინიციატივით, რომ ყველა ახალი ლტოლვილი, "რომელიც ევროკავშირში არალეგალურად ხვდება", გააგზავნონ განაში, რუანდაში, ან აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან - საქართველოსა და მოლდოვაში.
"თუ ჩვენ ამას ოთხი, ექვსი, რვა კვირის განმავლობაში უწყვეტად გავაკეთებთ, ლტოლვილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება". - თქვა შპანმა და დასძინა, რომ ბევრ ლტოლვილს აღარ ექნება ევროკავშირში წასვლის სურვილი, თუ აღმოჩნდება, რომ "48 საათის განმავლობაში ისინი ევროკავშირის გარეთ უსაფრთხო მესამე ქვეყანაში აღმოჩნდებიან".
მესამე ქვეყანაში მიგრანტების გაგზავნის წინადადება CDU-ს მიერ 11 დეკემბერს წარდგენილი ახალი პოლიტიკური პროგრამის პროექტში მიგრაციის კონცეფციის საფუძველია. შპანის განმარტებით, მიზანია მესამე ქვეყნებთან "შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ლტოლვილები გაივლიან თავშესაფრის მიღების პროცედურებს და შეეძლებათ იქ უსაფრთხოდ დარჩენა, თუ მათ დაცვას მიანიჭებენ".
"რუანდა, ალბათ, მზად არის ამის გასაკეთებლად. ალბათ, განაც. საჭიროა მოლაპარაკებები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთანაც, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა". - თქვა შპანმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024