არაჟნების კონტეინერით ორი ქვეყნის საზღვრების დარღვევაში ექსპრეზიდენტს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია შსს-ს ყოფილმა ვიცე-მინისტრმა გიორგი ლორთქიფანიძემ, რომლის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა - გია აბაშიძე
A-
+A

„კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველია. კრიმინალები უკრაინის ხელისუფლებას ნამდვილად არ სჭირდება, განსაკუთრებით საკუთარ სპეცსამსახურებში“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ეხმარებოდა, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული.
„მსჯავრდებული სააკაშვილის საქართველოში შემოპარვისა და დესტაბილიზაციური ტალღის აგორებისთვის აქტიური მზადება აპრილიდან დაიწყო. არაჟნების კონტეინერით ორი ქვეყნის საზღვრების დარღვევაში ექსპრეზიდენტს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია შსს-ს ყოფილმა ვიცე-მინისტრმა გიორგი ლორთქიფანიძემ, რომლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა (სსკ 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილი). რასაკვირველია, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველია. კრიმინალები უკრაინის ხელისუფლებას ნამდვილად არ სჭირდება, განსაკუთრებით საკუთარ სპეცსამსახურებში. ლორთქიფანიძემ პასუხი უნდა აგოს ორი მეგობარი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსების დარღვევაში!“ - წერს გია აბაშიძე.
0
0
444
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%