07/07/2023
15:31
საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორის, ყოფილი თანამშრომლის და ინდმეწარმის სასამართლო სხდომა იწყება.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. მანამდე კი, მომხდარის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გოფოძემ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მისთვის ეს სიურპრიზი იყო და მომხდარის გამო გაოგნებულია.
"ჩემთვის ისეთივე სიურპრიზი იყო, როგორც თქვენთვის. მე მაგის შესახებ არაფერი არ ვიცი და არც არანაირი კომენტარი ამჟამად არ შეიძლება მქონდეს. მართლა გაოგნებული ვარ, რადგან მეც ვიყავი პროკურატურაში გამოკითხვაზე და ჩემთვის მსგავსი არავის არაფერი არ უთქვამს. ფინანსურ საქმეებში მას ჩემი სრული ნდობა ჰქონდა და ჩემთვის ფინანსები წარმოუდგენელი რამეა, ისევე არ ვიცი როგორც ჩინური ენა," - აცხადებს ქირურგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან გოფოძე.
სამივე მათგანის დაკავების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2020-2021 წლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით რესპუბლიკური საავადმყოფოს ოთხ სართულზე სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.
გამოძიების ცნობით, დაკავებულებმა სახელმწიფო კომპანიის კუთვნილი თანხები მიითვისეს.
0
0