
კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსი გრძელდება და ამბობს რომ "განსაკუთრებული ცვლილება" არ ყოფილა.
"გრძელდება მკურნალობა, არაფერი განსაკუთრებული ცვლილება არანაირი არ ყოფილა. [კონსილიუმის შესვლის მოთხოვნაზე] ვერაფერს გეტყვით. კონსილიუმიც ტარდება, მკურნალობაც გრძელდება." ,- ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ექსრეზიდენტი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს და მასთან დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს: "ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის."
სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, "დაიგეგმა ექიმებთან სამუშაო შეხვედრა და თუ ჩათვლიან საჭიროდ, ვიზიტი განხორციელდება".
0
0