16/11/2021
11:50
საზოგადოება
„მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა რომ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული, ეს არაერთხელ დადასტურდა. პროფესიონალი ექიმების დასკვნა უნდა არსებობდეს, რომლის მიხედვითაც, დადგინდება მიხეილ სააკაშვილს რაღაც სამედიცინო მომსახურება სჭირდება და ეს არ არის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში. ამის შემდეგ შეიძლება საუბარი, სად შეიძლება მან ეს მომსახურება მიიღოს, თუმცა ასეთი ფაქტი არ არსებობს, მისი ჯანმრთელობა კონტროლზეა აყვანილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას მაჭარაშვილმა აღნიშნა, ცუდია, რომ დეპუტატები საკანონმდებლო საქმიანობის ნაცვლად გაურკვეველი მიზნით შიმშილობენ.
„რაც შეეხება დეპუტატების შიმშილს, ცუდია, რომ საკანონმდებლო საქმიანობის ნაცვლად, ისინი თავის ფუნქციას ხედავენ იმაში, რომ იშიმშილონ გაურკვეველი მიზნით, რადგან სააკაშვილის შიმშილი პოლიტიკური სპეკულირების საგანი გახდა, თუმცა ესეც მათი არჩევანია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024