16/11/2021
13:13
პოლიტიკა
„მე გაგებით ვეკიდები იმ ახალგაზრდა კოლეგებს, რომელთაც შეფასებითი ნაწილი იმ კადრების ხილვიდან გამომდინარე თქვეს, ემთხვეოდეს ზოგადად იმ ადამიანების შეფასებებს, რომელთაც არ იციან და არ ქონიათ შეხება პენიტენციურ სისტემასთან. მაგრამ იმ პოლიტიკოსისგან ვერ მივიღებ შეფასებას, როდესაც ტუსაღი სატუსაღოში შესვლაზე უარს ამბობს და ბადრაგმა ის შეიყვანა ფიზიკურად ოთხი ადამიანის გამოყენებით და ამას არაადამიანურ ქმედებას მიაწერს. იმიტომ, რომ თუ პოლიტიკოსი, მით უმეტეს იმ სისტემის დროს ნამუშევარი, ამბობს ამას, აუცილებლად უნდა ვკითხო ადამიანური როგორ იყო 2012 წლამდე? ასე, რომ არაადამიანობის შეფასებას როცა აკეთებ ასეთი ტრიბუნიდან, მით უმეტეს მოსახელობისთვის, რომლისთვისაც უცხოა პენიტენციური სისტემა შესაძლოა სულ სხვა შეხედულება გაუჩნდეს“ - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
0
0