
"არა რუსულ არჩევნებს" - ამ ლოზუნგით თბილისში, აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, მოქალაქეები, თავდაპირველად თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, საიდანაც, ამ წუთებში, პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან.
აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ოცნებავ“ თქვენს ბატონობას დანაშაული ჰქვია, წადით!“. აქციაზე მყოფები ამგვარად პროტესტს უცხადებენ 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს.
ასევე თსუ-ის კორპუსთან განცხადება გააკეთა „საქართველოს საზოგადოებრივმა ასამბლეამ“. ასამბლეის წევრთა თქმით, უერთდებიან 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
ასამბლეის წარმომადგენლების თქმით, შეუძლებელია აღნიშნული „არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად, რადგანაც ის ძირს უთხრის ქვეყნუს დემოკრატიულ პროცესებს“.
0
0