28/12/2024
18:54
საზოგადოება
„არა მცოცავ ოკუპაციას“ - ამ ლოზუნგით, გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალთან საპროტესტო აქციისთვის მოქალაქეები იკრიბებიან.
ადგილზე მოსულები არიან „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრები და მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები მოიტანეს - „მავთულხლართებში მოქცეული მშვიდობა“, „მშვიდობიან ქვეყანაში ხალხს არ იტაცებენ“.
აქციის მონაწილეებმა მემორიალის წინ, მავთულხლართები და ბანერები დაალაგეს.
ასევე მოიტანეს სანთლები და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირებისთვის პატივისცემის ნიშნად დაანთეს.
აქციის მონაწილეები შემდგომში ფილარმონიასთან სხვა საპროტესტო აქცია/მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდებიან და საბოლოოდ, პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.
ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
0
0