არ ვიდავებთ იმ კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომელიც მივიჩნიეთ უდავოდ- ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
18/02/2022
15:51
სამართალი
A-
+A
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, ონისე მარგიანის განცხადებით, ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია.
„ჯერ პოზიცია ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით არ გვაქვს, რადგან მიმდინარეობს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, პირველი შეხვედრიდან დღემდე საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე არ საუბრობს. არ ვიდავებთ იმ კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომელიც ვცანით უდაოდ“ - განაცხადა ონისე მარგიანმა „მთავარი არხის“ ეთერში
ორივე ბრალდებული, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობენ.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.
0
0
406
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%