06/04/2023
17:04
პოლიტიკა
„წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობს ის, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი. რაზე საუბრობს, რაღაც საუბრების მოსმენაზე? ყველა ქართველი იქნება ძალიან შეშფოთებული, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. არ ვიცი რაზე საუბრობს, თუმცა მე არაფერი მაქვს დასამალი“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, შეიძლება მომავალში დადგეს ამის დრო, მაგრამ ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რაებს ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს“, - თქვა კობახიძემ.
ამასთან, კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკული მხარის მიზანი არასდროს ყოფილა საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა.
„ბევრჯერ მითქვამს, საქართველოსთვის არასდროს გვითქვამს, მეორე ფრონტი გაეხსნა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ სენსიტიური სიტუაციის, რომელშიც საქართველო იმყოფება - მისი 20% არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და ჩვენ ვხვდებით იმ ძალიან დიდ ზეწოლას, რასაც რუსეთი ახორციელებს საქართველოზე. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გვესმის და არავინ არ სთხოვს საქართველოს ამას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
0
0
ჰამასის ლიდერები თურქეთში გადავიდნენ - მედია
18/11/2024