06/06/2023
14:02
პოლიტიკა
არ ვიცი, რას იღებს ხოშტარია, არ მაქვს ინფორმაცია, რამდენია ეს თანხა, რამე რომ ყოფილიყო საეჭვო, კეთილი უნდა ენებათ უსაფრთხოების სამსახურებს და დაეწყოთ გამოძიება, – ამის შესახებ „სტრატეგის აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.
„ვიცი, რომ მემკვიდრეობის თანხაზეა საუბარი, მაგრამ ძალა, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც რუსეთში დააგროვა საეჭვო მილიარდები, ძალა, რომელმაც ქვეყანაში ჩამოიყვანა კადიროველები, ლავროვის ოჯახის წევრები, გავრილოვი, საუბრობს ელენე ხოშტარიას მამის მემკვიდრეობაზე. არ მგონია, რომ ეს მთლად გამართული იყოს. მოეშვას პროპაგანდას ეს ხალხი. რამე რომ ყოფილიყო საეჭვო, კეთილი უნდა ინებოს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა და დაიწყონ გამოძიება. გინახავთ დაწყებული გამოძიება ან ვინმე დაბარებული გამოკითხვაზე? არა, რადგან ეს ხელისუფლებას სჭირდება პროპაგანდისთვის და არა გარკვევისთვის, რა ხდება რეალურად“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
0
0