02/11/2022
10:30
მსოფლიო
როგორც გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, Sky News-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, ის არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომში ე.წ. ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
„არსებობდა ვარაუდები, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო უკრაინაში განეხორციელებინა ასეთი ბირთვული დარტყმა, რადგან მისი სამხედრო ძალები იმ ტერიტორიას ვერ ინარჩუნებენ, რომელიც მათ მანამდე - უკრაინაში შეჭრის დროს - დაიპყრეს.
არ ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინი ე.წ. ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. გიჟი იქნება ასე რომ მოიქცეს. ბირთვული იარაღის გამოყენება ნიშნავს, რომ პუტინი მყისიერად შეიტანს განაცხადს ცივილიზებული ქვეყნების კლუბიდან რუსეთის გასვლის შესახებ.
ეს სრული კატასტროფა იქნება რუსეთისთვის, რომელიც კრიოგენურ ეკონომიკურ ყინვაში აღმოჩნდება “, - განაცხადა ჯონსონმა.
0
0