02/11/2021
14:16
პოლიტიკა
ხათუნა სამნიძემ უსაყვედურა „ქართულ ოცნებას“ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ადამიანები გაურკვევლობაში არიან.
„ის, რომ რამდენიმე პროცენტიანი სხვაობით შეინარჩუნეთ ძალაუფლება, არც დამაჯერებელ გამარჯვებას ნიშნავს და არც იმას, რომ თითი უნდა იქნიოთ მეორე მხარეს. ამდენი ადამიანი არის გაუგებრობაში, გაურკვევლობაში და არ იცის, რა ხდება პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. რაც არ უნდა დამოკიდებულება გვქონდეს მასთან და თქვენ ძალიან კარგად იცით, მაგალითად, პირადად ჩემი დამოკიდებულება, ახლა რომ არ დავიწყო ამის ახსნა-განმარტება. არც ერთი განცხადება, გარდა იმისა, რომ თურმე ჭამს და არ შიმშილობს, მე არ მომისმენია მესამე ვადით ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნებისგან“, მოწოდების სიმაღლეზე მაინც იყავით და ისე ესაუბრეთ საზოგადოებას, რომ ეჭვი არ დარჩეს, არ იყოს ამ ტიპის სპეკულაციები, რაც გვესმის არა მხოლოდ თქვენი მხრიდან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება კოლეგებს, რომლებმაც პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. სამნიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ახლა ბრძოლის ველიდან რ უნდა გავიდნენ.
„აქვე ობიექტურობისთვის დავძენ, სამწუხაროდ, ქვეყანა ორად გახლეჩილია და აქ, პარლამენტში, რაც ხდება, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დიახ, მე არ ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომლებიც მანდატების დატოვებაზე, ბოიკოტზე საუბრობენ, რადგან გვერდზე გადგომის და ბრძოლის მოედნიდან გასვლის დრო არ არის. ძალიან რთულია აქ ყოფნა, რადგან ზუსტად ვიცი, რა იარლიყებსაც მიაკერებენ ყველა ადამიანს, ვინც აქეთ მხარეს ზის და წარმოადგენს ოპოზიციას, რადგან ამ ქვეყანაში რადიკალიზმი ჰყვავის, იარლიყების მიწებება ჰყვავის, ჰყვავის ყველაფერი, რაც უკავშირდება ზიზღს. პოლარიზება ასე კი არ დამთავრდება, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, პოლარიზება დამთავრდება მართლა თანამშრომლობით, დიალოგით. პოლიტიკური შურისძიებით კი არ უნდა იყოთ დაკავებული, ისე გადადგათ ნაბიჯები, რომ არავის ეჭვი არ გაუჩნდეს.
კარგი, ჩვენი, ოპოზიციის სიტყვები არ გაინტერესებთ, საერთაშორისო პარტნიორებს ხომ ეჭვი ეპარებათ, რომ ყველაფერი ისე არ არის. მართლმსაჯულება რომ არ არის დამოუკიდებელი, ამაზე ხომ არავინ არ დავობს. რა ხდება და რა არ ხდება თქვენ რატომ უნდა დაგიჯეროს ერთმა ან მეორე მხარემ. ობიექტურად რა ხდება, ხომ არავინ იცის. აქვე, სოციალური პორბლემები, უმუშვებრობა უნდა მოვაგვაროთო, ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობეაო, 9 წელზე მეტია, ამაზე თითქოს მუშაობთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ფუნდამენტური ძვრები, მნიშვნელოვანი დემოკრატიული წინსვლა რომ იყოს ქვეყანაში, ამისთვის მარტო უმრავლესობა კი არ უნდა ლაპარაკობდეს, უმრავლესობა და ოპოზიცია აქ, ამ საპარლამენტო დარბაზში უნდა მსჯელობდეს პოლიტიკურ საკითხებზე და არ უნდა ესხმოდეს ერთმანეთს თავს“, – აღნიშნა სამნიძემ.
ხათუნა სამნიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ცვლილებების მისაღებად კენჭისყრაზე მონაწილეობას მიირებს.
„რაც ამ პარლამენტში ვარ, მხოლოდ თავდასმხა ისმის თქვენგან და ახლა უნდა ველოდოთ, როგორ გადმოხვალთ იმათზე დავდასხმაზე, ვინც აქ დავრჩით და ვართ. მე აქ ველოდები საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებზეც მკაფიო პოზიცია ჯერ არ მომისმენია. ერთი მოსმენით უკვე გამოვიდა ეს ცვლილებები. შევთანხმდით, პირობა გაქვთ დადებული, ისევე როგორც ოპოზიციას აქვს დადებული პირობა და ველოდები, რომ ისინიც კენჭისყრაზე აქ შემოვლენ. ველოდები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ლელოს“ ფრაქციასაც და თითოეულ დეპუტატს, ვინც თვლის, რომ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოალიციური მმართველობა. ამის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გარანტი არის სრულად პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით. გთხოვთ, დროულად გააკეთოთ განცხადება, რადგან არავის აღარ სჯერა ამის. მინდა, მკაფიოდ მოვისმინო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და გვეცოდინება ეს წინასწარ, რომ ბოიკოტში მყოფი ძალები, რომლებიც მანდატის დატოვებაზე საუბრობენ კენჭისყრაზე, ამ დარბაზში იქნებიან. აი, ამ ნაწილში ერთობლივად გვაქვს გადასადგმელი ნაბიჯი. ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მომავალში მართლა ეყოლება ამ ქვეყანას კოალიციური მმართველობა“, – განაცხადა ხატუნა სამნიძემ.
0
0