
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, „იღებს თუ არა ისრაელი საკმარის ზომებს "სამოქალაქო მსხვერპლის შესამცირებლად", აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "ის არ ენდობა ღაზაში დაღუპულთა რიცხვის სიზუსტეს, რომელსაც პალესტინელები აცხადებენ".
"მე არ ვიცი, ამბობენ თუ არა პალესტინელები სიმართლეს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე ომის ფასად უდანაშაულოები დაიღუპნენ.
ისრაელელები ძალიან ფრთხილად უნდა ორიენტირდნენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ ამ ომის პროპაგანდას ეწევიან. მე არ ვენდობი ღაზაში დაღუპულთა რიცხვის სიზუსტეს, რომელსაც პალესტინელები აცხადებენ", - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, რატომ არის სკეპტიკურად განწყობილი პალესტინელების მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიმართ.
ღაზაში „ჰამასის“ მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ 6500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2700-ზე მეტი ბავშვია.
0
0