18/04/2023
22:50
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის ახალი მენეჯმენტი ბრძოლის ტემპებით კმაყოფილი არ არის.
„პირდაპირ გეტყვით, რომ კმაყოფილი არ ვარ და არა მგონია ვინმე იყოს კმაყოფილი, რადგან ჩვენ გვახსოვს წინასაარჩევნო დაპირებები, თუნდაც, პარტიის აქტივობები რეგიონებსა და დედაქალაქში და ერთი დაპირება ისიც იყო, რომ ახალი თავმჯდომარე მოახდენდა მთელი ძალების კონსოლიდაციას და მოახერხებდა, რომ პარტიიდან არავინ არ წასულიყო. ჯერჯერობით ამ მხრივ დიდ წარმატებებზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
მისივე თქმით, ნიკა მელიას და მისი მომხრეების მიერ ცალკე ოფისის გახსნის გამო, არავინ არ უნდა იქნეს გარიცხული.
„ეს იქნება ალბათ ყველაზე სულელური გადაწყვეტილება, თუ ოფისის გახსნის გამო, პარტიიდან ვიღაცას გარიცხავენ. არა მგონია, ასე მოხდეს. იმის გამო, რომ ის ოფისს ხსნის, დააბრალო, რომ არის სეპარატისტი ან სუს-ის აგენტი, არასერიოზულია. მე ვაპირებ იმ ოფისში მისვლას, ნიკა მელიასთან შეხვედრას“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
0
0