27/10/2024
21:04
პოლიტიკა
არ ვაღიარებთ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ორბელიანების სასახლეში მისვლისას მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა პროტესტი და ამ პროცესში ოპოზიციას საზოგადოებისგან სრული მხარდაჭერა ექნება.
„ჩვენ მზად ვართ აბსოლუტურად ყველა მოქმედებისთვის. გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვაღიარებთ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს ჩვენი მხრიდან. არც კი გვიფიქრია სხვა ალტერნატივა. გუშინ, როგორც კი განცხადება გავაკეთეთ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ პარლამენტში არც შესვლა და არც სია არ არსებობს.
პრეზიდენტი აპირებს 9 საათზე განცხადების გაკეთებას. ჩვენ საბოლოო კონსულტაციებს გავივლით. რა თქმა უნდა, გვჭირდება პროტესტი. გვექნება სრული მხარდაჭერა საზოგადოებისგან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0