10/12/2021
21:18
პოლიტიკა
„მე არ ვადასტურებ ინფორმაციას პრემიერთან დაპირისპირების შესახებ, არ შეიძლება, რომ პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირება გადათარგმნილი იყოს, როგორც სკანდალი ან როგორც დაპირისპირება, აქედან გამომდინარე პასუხი არის მხოლოდ ერთი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. ჩვენ ერთად ისევ ვიქნებით პოლიტსაბჭოში, ასევე გვექნება თანამშრომლობა და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალშიც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მანვე, თანამდებობიდან გადადგომის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.
„მეგონა, საკმაოდ მკაფიო იყო ის განცხადება, რომელიც პარტიის ოფისიდან გავაკეთე, თუმცა დარჩა გარკვეული ღია კითხვები, რაც შემდეგ გახდა სკანდალის ძებნის საფუძველი. ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ვეძებოთ ახლა სკანდალი ან რაიმე სახის დაპირისპირება, მსგავსი არ მომხდარა და აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს სრულიად მედია და საზოგადოება მშვიდად. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, ამასთან დაკავშირებით მე ვიღებ სრულიად პასუხისმგებლობას, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რაზეც დიდი ხანია ვფიქრობდი, რადგან ზოგადად ვფიქრობდი, როცა ადამიანი სამი წელი არის ერთ ადგილზე, მნიშვნელოვანია ამ დარგისა და ადგილის განვითარებისთვის მოხდეს გარკვეული ცვლილებები, თუმცა გამომდინარე პანდემიიდან, ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების შუაში მიტოვება, მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება, რასაც წარმოადგენს პრეზენტაციები, რომელსაც სიპების მიმართულებით წარვუდგენთ საზოგადოებას. როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ვთვლი, რომ ამ პრეზენტაციაზე მე უნდა ვესწრებოდე, ნაწილი უნდა წარვადგინო, რადგან როგორც საჯარო მოხელეს, ამის პასუხისმგებლობა მაკისრია.
რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, როგორც გუშინ პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, ახალი წლიდან ახალი მინისტრი გააგრძელებს ამ პოსტზე მუშაობას. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, ახალი წელი დაიწყოს ახალი ხედვით და ახალი ბიუჯეტი მართოს იმ ადამიანმა, რომელიც შემდეგ უკვე მართავს როგორც პანდემიას, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა დანარჩენ მიმართულებას. მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს სრული თავისუფლება ამ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
0
0