04/11/2021
14:07
საზოგადოება
ამ ის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ დღღვანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გარკვეული ჯგიფის მხრიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან დებატების გამართვის მოთხოვნის საკითხს.
პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება და მუდმივად იქნება ქვეყანაში ვირუსის ახალი ტალღები.
„სამწუხაროდ, ასეთი ტალღები ჩვენ კიდევ გვექნება, ეს დაავადება ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვშორდება. ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს, მაგრამ ასეთი ტემპით თუ ავიცრებით, სულ იქნება კორონა. სამწუხაროდ, ხედავთ, ვირუსის შემთხვევები როდესაც იკლებს, 2 000-3000-მდე მაინც არის, და არა როგორც ადრე იყო, იკლებდეს ასეულ შემთხვევებამდე. შეზღუდვები აღარ იქნება, ეკონომიკა იმუშავებს, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები უნდა აიცრან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
0
0