17/11/2022
14:49
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზუსტად არ შეუძლია თქვას, თუ ვისი რაკეტა ჩავარდა პოლონეთში 15 ნოემბერს.
„არ ვიცი, რა მოხდა ამჯერად, 100%-იანი სიზუსტით არ ვიცით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ არც მსოფლიომ იცის 100%-იანი სიზუსტით. დარწმუნებული ვარ, რომ იყო რუსული რაკეტა და რომ ჩვენ გამოვიყენეთ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები... უნდა ვიყოთ სამართლიანები, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ვერ ვიტყვით, როგორი რა ტიპის იყო რაკეტა, რომლის ნამსხვრევები დაეცა პოლონეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. პარალელურად, პოლონეთის სასაზღვრო სოფელში რაკეტა ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთში სასწრაფოდ შეიკრიბა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტი.
0
0