
„უნივერსისტეტის მთავარი ამოცანა არის მორალური ღირებულებების გადაცემა და არ შეიძლება უნივერსიტეტი იყოს აპოლიტიკური. რასაც მთავრობა ამბობს, რომ უნივერსიტეტი უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკისგან, სასაცილოა, რადგან ეს ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის განმარტებას.“- განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა რადიო „სივრცის“ ეთერში.
„არ შეიძლება ეკონომიკის სტუდენტს ასწავლო ეკონომიკა და არ ელაპარაკო, რა ხდება ქვეყანაში, რადგან ეს ეკონომიკის ბუნებრივი ნაწილია. როგორ უნდა გაიგოს, თუ არ ელაპარაკე, რა გავლენა აქვს ქვეყანაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მაგალითად, ეროვნულ ბანკზე, და ა.შ. არ შეიძ₾ბეა ქვეყანაში ხდებოდეს პოლიტიკური ამბავი და უნივერსიტეტებში ეს არ იყოს განხილული ღია ლექციებზე, უშუალოდ სასწავლო კურსებზე არ ხდებოდეს განხილვები. არ შეიძლება ეს განვიხილოთ როგორც ვიწრო პარტიული ამბავი, მაგრამ.. სინამდვილეში, პოლიტიკა ხომ პარტიულია საბოლოო ჯამში და მთავარია, რომ იყოს მრავალპარტიული და იყოს სხვადასხვა აზრი. ამისგან როგორც კი დაიცლება უნივერსიტეტი, როცა დადის ის ძალიან ტექნიკურ ფუნქციამდე, მაგალითად, ასწავლო მხოლოდ მატემატიკა ახალგაზრდას, ის კარგავს თავის ფუნქციას.„- განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
0
0
ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა
10/02/2026