ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის „ფეიკ“ ვიდეო - კახა კუჭავა
01/10/2021
11:43
პოლიტიკა
A-
+A
პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის და ის ვიდეო, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, „ფეიკია“.
„არ შეიძლება სერიოზულად გააკეთო კომენტარი არასაერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის. ეს არის „ფეიკ“ ვიდეო. ემოციების დაცხრომისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ, რომ არ გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია“ , - განავცდა კუჭავამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება.
„ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას“, - აცხადებს სააკაშვილი.
0
0
198330
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%