-share.jpg)
„თუ დღეს გვაქვს კიდევ რაიმე შანსი, ყველაფრის მიუხედავად, ეს არის ხალხის დამსახურება, იმ რამდენიმე კადრის, რომელიც გავრცელდა ევროპასა და მსოფლიოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ქვეყნებს გაწევრიანებას არ აიძულებს, არამედ მისი წევრობა ხალხს უნდა.
„ევროკავშირი შეიქმნა იმისთვის, რომ ომი კონტინენტზე აღარ ყოფილიყო. ეს არის პირველი ორგანიზაცია, სადაც ყველას უნდა გაწევრიანება თავისი ნებით და არა იმიტომ რომ ვიღაც თავში გირტყამს და გაძალებს, არამედ იმიტომ, რომ ეს ხალხს უნდა და ჩვენ ვართ ამისი მაგალითი, ჩვენ ხალხს ეს უნდა.
არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე, როცა ის ქვეყანას ტოვებს, ეს ზრდილობასთან და სტუმართმოყვარეობასთან არაფერ კავშირში არაა და აკრიტიკებდე ევროპარლამენტარებს და ჩვენს პარტნიორებს და მათ აბრალებდე, რომ მათ უნდათ ომი. ევროკავშირის გზავნილი ყველა ფორმით და ჩვენ გავიგონეთ ეს საჯარო არის ის, რომ მოგვეცით მაინც ერთი პოზიტიური სიგნალი ამ წლის ბოლომდე.
ყველაფერი ღიაა და რეალურად ჩვენ ვგრძნობთ, რომ ევროკავშირში გათვითცნობიერებულია ის აზრი, რომ არ შეიძლება რუსეთს მისცე ხელში რომელიმე ფორმის გამარჯვება და ეს ერთგვარად იქნება გამარჯვება, თუ საქართველოს არ მიეცემა სტატუსი და ეს მე მგონი სრულიად გათვითცნობიერებულია. მაგრამ რაღაც პოზიტიური სიგნალი მომეცი, რომ იმისთვის, რომ შევძლო. როგორიცაა რუსული კანონი, ცესკოს კანონი, როგორიცაა თავის დროზე მოსმენების კანონი და ის გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღო, რომელიც იქნება კონტრსიგნალი.
და ამაში არის ჩემი როლიც, რომ ყველა ნაბიჯზე, მართალია, მე ვერ ვაჩერებ იმ ბერკეტით, რომ არ მაქვს ის ხმები, პარლამენტს არ აქვს ხმები და არ იყოს დაძლეული ეს კანონები და ვიცი, რომ მომავალ კვირასვე დაძლევენ კიდევ ამ ცესკოს კანონს, მაგრამ არ შემომაქვს ის პრინციპები, რომელსაც ელოდება ჩვენგან ევროპა, რომ ეს კანონები არ შეიძლება არ მიიღოთ. აქ ხალხის როლი არის უზარმაზარი. ხალხმა ხომ შეძლო, მე აღარც დამჭირდა იმ კანონზე ვეტოს დადება, რადგან ხალხმა თქვა სათქმელი და გაიმარჯვეს.
თუ დღეს გვაქვს კიდევ რაიმე შანსი, ყველაფრის მიუხედავად, ეს არის ხალხის დამსახურება, იმ რამდენიმე კადრის, რომელიც გავრცელდა ევროპასა და მსოფლიოში, ამიტომ მათ დიდი მადლობა“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
0
0