25/04/2023
20:51
პოლიტიკა
არ შეიძლება რომ საქართველოს მოსახლეობის სახელით ლაპარაკობდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ქვეყანა დაანგრიეს, - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა 30 აპრილს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„ქართველი ხალხის არჩევანი არის არა ის დემაგოგები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უთხრიან ძირს, არამედ ისინი, ვინც 30-ში შევიკრიბებით და მთელს მსოფლიოს ვეტყვით რომ მოგვცენ ჩვენს ქვეყანაში ნორმალურად სუნთქვის და არსებობს საშუალება“, - აცხადებს ოქიტაშვილი.
„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024