13/05/2023
21:54
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ვოლოდიმირ ზელენსკის პაპთან შეხვედრის დეტალებს ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსული სამხედრო აგრესიის შეჩერებასა და მშვიდობის აღდგენაზე.
"სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად ნათელი და რეალისტური ალგორითმი ასახულია უკრაინის მშვიდობის ფორმულაში", - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ რომის პაპს სთხოვა "ყოვლისმომცველი წვლილი შეიტანოს მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების, პატიმრებისა და დეპორტირებული პირების გათავისუფლებისა და სამართლიანობის აღდგენის სფეროებში".
"იქიდან გამომდინარე, რომ ომი უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება, სამშვიდობო გეგმა მხოლოდ უკრაინული შეიძლება იყოს", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა პაპს, ცალსახად დაგმოს რუსული სამხედრო აგრესია და ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება იყოს “თანასწორობა მსხვერპლსა და აგრესორს შორის”.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, ზელენსკიმ რომის პაპი კიევში მიიწვია.
0
0