
"არ მყავს ადვოკატი, არც ვაპირებ ავიყვანო... მე ვცადე შალვა იაშვილს დავხმარებოდი, რომ გაეთავისუფლებინათ! ეგ უკვე ჩემი ადამიანობის დამსახურებაა" - წერს მოდელი რენატა ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში.
"ვინც ფიქრობს, რომ თავი დავიზიანე მაგიდა ვირტყი და თავს კედელი ვურტყი..არ მყავს ადვოკატი, არც ვაპირებ ავიყვანო. მე პირადად მინდა ახალი ცხოვრება ,ახალი შესაძლებლობები ჩემი შვილისთვის. მე ვცადე შალვა იაშვილს დავხმარებოდი, რომ გაეთავისუფლებინათ! ეგ უკვე ჩემი ადამიანობის დამსახურებაა. დახმარების სურვილი აქვს ბევრს, ამ ეტაპზე მინდა წავიდე შორს, განვიცდი დიდ ზეწოლას...ამისთვის მჭირდება ცოტაოდენი ფინანსური დახმარება, რომ შევიძინო საკვები და მე და ჩემი შვილი ვიყოთ სიმშვიდეში. ისიც ითქვა, რომ მე მასთან ფულის გამო ვიყავი.. 5 კვადრატული ოთახი მაქვს და მე მადლიერი ვარ იმით, რაც გამაჩნია! მიყვარხართ! სიკეთის და სიყვარულის მწამს" - წერს რენატა ბეგიაშვილი
შეგახსენებთ, რომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შალვა იაშვილი პოლიციამ 25 აპრილს დააკავა. სასამართლომ იაშვილს წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. პროცესზე იაშვილმა განაცხადა, რომ "მსხვერპლი თავადაა", ხოლო მისმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ შემთხვევის დროს, ბეგიაშვილი ძლიერი ალკოთრობის ქვეშ იმყოფებოდა და დანით, თავადვე ცდილობდა დაზიანებების მიყენებას შალვა იაშვილისათვის.
0
0