16/04/2026
09:21

"არ მსურს და არც დავაყენებ"- ასე უპასუხა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა შეკითხვას, აპირებს თუ არა მეუფე საკუთარი თავის დაყენებას მომავალ კათოლიკოს- პატრიარქის კანდიდატად.
"ადიდებს სული უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი სახელსა წმინდასა მისსა ... რა თქმა უნდა, არ მსურს და არც დავაყენებ.. მით უფრო, თუ იმ კრიტერიუმს მივუდგებით, მე სასულიერო განათლება არც მაქვს, მხოლოდ ვიყავი და ვიცხოვრე გარეჯში, მაქვს საერო განათლება არქიტექტურის განხრით. სხვამ რომც დააყენოს, მე უარს ვიტყვი" - განაცხადა მეუფე დავითმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოების განწყობა და ქცევა, პატრიარქის არჩევის პროცესში. მეუფე დავითი ამ პროცესს ადარებს პატრიარქის გარდაცვალების დღეებს, თუ როგორ გამოხატა ერმა მოწიწება, სიყვარული, უწმინდესის მიმართ.
როგორ გამოხატა ქართველმა ერმა პატრიარქის მიმართ სიყვარული, მოკრძალება, იდგენენ ხუთ საათზე მეტ ხანს რიგში, სადაც არ ყოფილა ფიქრი ამაოზე და ხმამაღალი საუბარი, ეს დამოკიდებულება უნდა გაგრძელდეს. უნდა მოხდეს ახალი პატრიარქის არჩევა და ჩვენი უწმინდესის სულისადმი საერო მხრიდან ყველზე დიდი შესაწირი იქნება სიმშვიდით, ლოცვით, მდაბლად, იმ გადაწყევტლების დალოდება, რომელსაც სინოდის წევრები კრების შემდეგ მიიღებენ. სიმშვიდით, ლოცვითი განწყობით, მოთმინებით, ყოველგვარი აქციების გარეშე.- თქვა მიტროპოლიტმა დავითმა.
1
0