12/12/2021
15:13
პოლიტიკა
„რთულია რაიმე პერსპექტივაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ არც სალომე ზურაბიშვილის გულწრფელობის ამბავი ვიცით და არც ის რას გულისხმობს შერიგებაში. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით „ქართულ ოცნებას“ თავად მოუწევს რაღაცნაირად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. 6 წელს ალბათ მიხეილ სააკაშვილი არ მოიხდის.
ჩემი აზრით კარგი იქნებოდა თუ ეს შერიგების ფონზე მოხდებოდა. იმიტომ რომ კიდევ არ გაგრძელდეს ეს დაპირისპირება და სააკაშვილის გათავისუფლება კონფლიქტის დასასრული იყოს.
არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს ციხეში მოინახულებს. უბრალოდ ამის ოპტიმიზმი არ მაქვს. რადგან არ ვიცი რას ნიშნავს შერიგება თითოეული მხარისთვის, რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილისთვის, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილისთვის და ასე შემდეგ ... ჩემთვის შეიძლება ვიცოდე“, - აღნიშნა ხვიჩიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას.
სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის სამიტზე განაცხადა, რომ ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც მთელი საზოგადოება ჩაებმება.
0
0