-share.jpg)
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და ის ამ სტატუსის ალტერნატივას არ მიიღებს.
„კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ, უკრაინა, არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსის სუროგატულ ვერსიას ან ალტერნატივას ევროკავშირის წევრობისთვის, როგორი ვარდისფერიც არ უნდა იყოს ისინი. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – არა კანდიდატის კანდიდატის, არა პოტენციური კანდიდატის ან სხვა სუროგატი. ჩვენ უბრალო, მოკრძალებული ხალხი ვართ, რომლებსაც დაკმაყოფილდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ჩვეული სტანდარტული სტატუსით, არ გვჭირდება რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრება“, – განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და აკმაყოფილებდა მისი მოპოვებისთვის საჭირო კრიტერიუმებს.
0
0