21/11/2022
16:30
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ მას აქვს შეწყალების უფლება, თუმცა ძალიან მარტივი მიზეზის გამო ამ უფლებამოსილებას არ იყენებს.
„მაქვს შეწყალების უფლება, მაგრამ არ ვიყენებ მარტივი მიზეზის გამო. მისი გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს. არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ყურადღებით ვაკვირდები მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჯანმრთელობის ინფორმაციას.
ახლა მზადდება ახალი საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის ანგარიში, ის იმყოფება საავადმყოფოში უკვე 6 თვეა, მაგრამ მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში პოლარიზაციის შესახებ საუბრისას ასევე განმარტა, რომ პრაქტიკულად, საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ გამოუცდია, თუ რას ნიშნავს “მსგავსი ტიპის ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ უნდა გავხდე კიდევ უფრო ღრმა პოლარიზაციის ინსტრუმენტი”.
0
0