16/10/2021
12:45
საზოგადოება
მისი თქმით, ერთი ბავშვი გადარჩა იმით, რომ ის ბაღში იმყოფებოდა.
როგორც რამაზ დავლაძე აღნიშნავს, კორპუსის პირველ სართულზე დაწყებული სამუშაოები, მან მოინახულა და ისეთ რამ, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა, ვერ ნახა.
„ერთ წუთში ცხოვრება თავზე დამენგრა. უბედნიერესი კაცი ვიყავი. ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, მაგრამ ასეთია ღვთის ნება და ჩემი განგება. დამენგრა ცხოვრება, ცრემლს ვეღარ გავაჩერებ ჩემს თვალზე. ერთი ბიჭი დამრჩა, რომელიც სტიმულს მაძლევს ცხოვრების, ამ ტკივილის გადატანის.
არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, ღმერთის მეშინია. მუშებთან პირველ რიცხვში მივედი მათთან ვინც იქ სამუშაოებს აკეთებდა და ვუთხარი, რომ ეს არის მზიდი კედელი და ამისთვის ხელი არ მოეკიდათ. იქ მანამდე იყო 2 ოთახიანი ბინა და რომ ვნახე სამუშაოების დროს, ფაქტობრივად დიდი სივრცე დამხვდა, რომელსაც არც კედელი ჰქონდა და არც არაფერი. მშენებელი ვარ პროფესიით, არ იყო მანდ ისეთი დანგრეული იმ დროს, რომ რაიმეს კითხვის ნიშნები გამოეწვია, მაგ დროს მზიდი კედლები ადგილზე იყო“, - აცხადებს დავლაძე.
0
0