26/10/2024
16:44
არჩევნები 2024
არ მახსოვს იმ ტიპის ფაქტები, რაც დღეს ვიხილეთ მარნეულში, ბიულეტენების ჩაყრა, რაც ძალიან მძიმე იყო და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და თუ ვინმეს არ აწყობდა, ეს არის ეს ხელისუფლება, - განაცხადა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქართულ ოცნებას“ გარანტირებულად აქვს საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა.
„იგებ არჩევნებს და მთავარი ამოცანაა, მშვიდ ვითარებაში ჩაატარო საარჩევნო კამპანია. გახსოვთ, 2012 წლის შემდეგ, ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო და კამპანია, როგორიც იყო წელს?“, - იკითხა კალაძემ.
მისივე თქმით, მათ ქვეყნის არც ერთი რაიონი არ დაუტოვებიათ, რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, რომ არ მისულიყვნენ ამომრჩეველთან.
„ყველა ქალაქში ვიყავით, ყველა რაიონში. ვიცით საზოგადოების განწყობა, დამოკიდებულება და რა თქმა უნდა, ამას ვაფასებთ.
დღეს რომ „ქართული ოცნება“ ასე ძლიერად არის წარმოდგენილი, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დამსახურება და ამისთვის კიდევ ერთხელ, მინდა საზოგადოებას მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა კალაძემ.
ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კერძოდ, ვრცელდება მედიასა და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში.
0
0