-share.jpg)
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე „უცნობის“ სიძის, გიორგი (გიგიშა) შარაშიძის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„ვინმე გრეჩიხას ძე გიგიშამ გვაუწყა, ბუტა რობაქიძის გამო დავესხი თავსო და ამ მართლა გიგიშას ვინმემ უთხარით, რომ რობაქიძის დროს შსს მინისტრი იყო არა მერაბიშვილი, არამედ ოქრუაშვილი - ეტა რაზ, პოლიციელ ბაშალეიშვილის გაუფრთხილებლობით ნასროლ ტყვიას შეეწირა რობაქიძე და ეგრევე იქნა აყვანი პატიმრობაში, ეტა დვა და არ გინდათ, სრულიად ქოცნახირი რომ მიეწიოთ რობაქიძეს, თქვე გვამებით მოვაჭრენო-ეტა ტრი-თქო?!“ - წერს გოცირიძე.
როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
“უცნობის” სიძის, გიგიშა შარაშიძის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით კი, ინციდენტი ბუტა რობაქიძის ხსენებას მოჰყვა.
0
0