
დედა სიდონია სოციალურ ქსელში საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ, ახალგაზრდების კრიტიკას ეხმაურება:
"ახალგაზრდების ბილწსიტყვაობა ვისაც გაღიზიანებთ! აბსურდია მათი და თქვენს ქცევებთან პარალელის გავლება! რადგან სრულიად სხვა მოწყობა აქვთ აღქმის და გააზრების.
ის გარემო, რომელიც ჩვენმა გაუბედაობამ თუ საბჭოთა "ზრდილობიანობამ" დაახვედრათ, მათთვის არის სულის შემხუთავი! და, ასეთი სიტყვები, შესაძლოა მათი ვერბალური განმუხტვაც იყოს, და არა უწესობა! რადგან, მე ვისთანაც მიკონტაქტია ამ თაობასთან, სანატრელად ღია, თავაზიანი და თბილები არიან!
არ გინდათ ახლა ამ თაობასთან ხიდის ჩატეხვები, თუ ასეთი ზნეობრივი და სრულფასოვნები ხართ (ვართ) ავმაღლდეთ, მივუდგეთ და ვიმეგობროთ, რომ მარტო არ დავტოვოთ იმ გამოწვევებში, რაც ჯერ წინ აქვთ ზრდასრულობამდეს! საკუთარ თავში მოვძებნოთ მიზეზი, დიდები ვართ!" - წერს დედა სიდონია.
0
0