ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ , - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
როგორც ქართველმა ბომბარდირმა აღნიშნა, გუნდი გაჩერებას არ აპირებს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ძალიან მინდოდა. მადლიერი ვარ, რომ საქართველომ გაიმარჯვა და გავედით მერვედ ფინალში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქომაგები გავახაროთ. არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
საქართველომ პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედ ფინალის საგზური მოიპოვა. უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებისთანავე პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ მეორე ტაიმის დროს საქართველოს ნაკრების ანგარიშს კიდევ ერთი ქულა მოუტანა.
0
0
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
21/06/2025