23/05/2023
13:47
მსოფლიო
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა შესაძლოა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) დატოვოს, თუ ბლოკი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
"არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთმა შესაძლოა მიიღოს ОДКБ-ს დატოვების გადაწყვეტილება". – თქვა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა ამის შესახებ ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილხამ ალიევთან მოლაპარაკებების წინ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს.
22 მაისს, სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს. ამის შესახებ ფაშინიანმა ამ წუთებში მიმდინარე პრეკონფერენციაზე ისაუბრა.
"სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიას, რომელიც 86 600 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. იმ პირობით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, 29 800 კვადრატულ კილომეტრს. აზებაიჯანის 86 600 კვადრატულ კილომეტრში შედის მთიანი ყარაბაღის, თუმცა, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებები და უსაფრთხოება ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის". - თქვა ფაშინიანმა.
ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრების სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვისთვის საერთაშორისო გარანტიებია საჭირო, რადგან სხვა შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ აზერბაიჯანმა რეგიონში ეთნიკური წმენდა განახორციელოს.
0
0