06/04/2023
14:38
პოლიტიკა
არ გამოვრიცხავ, რომ ვინც რუსულ გზავნილებს პირდაპირ იმეორებს საქართველოში, მათაც შეეხოთ სანქციები, - ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ყველა საერთაშორისო განცხადებაში, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, სამოქალაქო სექტორის განცხადებებში იყო ძალიან სერიოზული მითითება, რომ სასამართლოში არის კორპორატივიზმი. ამ კლანურ მმართველობაზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა, ეს არის გზავნილი. მათი ყველა გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იუსტიციის საბჭოში, არის კითხვის ნიშნის ქვეშ. თუ დავუშვათ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სერიოზული მოძრაობა გაგრძელდება, მათ შორის „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მხრიდან, მე არ გამოვრიცხავ, რომ ვინც რუსულ გზავნილებს პირდაპირ იმეორებს საქართველოში, მათაც შეეხოთ სანქციები“,- აღნიშნა დეკანოიძემ.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
0
0