არ გამოვრიცხავ, რომ ციხიდან გადაყვანის საკითხი სააკაშვილთან შეთანხმებული იყო და შემდეგ მოიგონა, რომ შეთანხმება არ შემდგარა - პროვოკაციისთვის, რისი ექსპერტიც არის - გია ვოლსკი
09/11/2021
16:44
საზოგადოება
A-
+A
არ გამოვრიცხავ, რომ გადაყვანის საკითხი სააკაშვილთან შეთანხმებული იყო და შემდეგ მოიგონა, რომ შეთანხმება არ შემდგარა - პროვოკაციისთვის, რისი ექსპერტიც მიხეილ სააკაშვილია, ძალიან ადვილია ჯერ დათანხმდე, ხოლო შემდეგ თანხმობა გამოიყენო, რათა დაძაბულობის ახალი კერა შექმნა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
სწორედ ამ კონტექსტში ვოლსკიმ აღნიშნა, რომ დღემდე ჰგონია, რომ „კამერიდან“ გაყვანა ვანო მერაბიშვილმა მოიგონა - "ჯერ თქვა, გაიყვანეს და შემდეგ ამბავი ატეხა".
"სააკაშვილის პერიოდში გლდანის ციხე საკონცენტრაციო ბანაკად იყო გადაქცეული. ამას უამრავი ადამიანი დაადასტურებს. ის აფორიაქება, სიტყვიერი შეურაცხყოფა არის მემილიონედი იმ დანაშაულებისა, რაც ციხეებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა. როდესაც სახელმწიფო სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია პატიმრის ჯანმრთელობაზე, მის გადაყვანას გადაწყვეტს, ის პატიმარს არ უთანხმებს, თუ რა უნდა გააკეთოს მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
0
0
354
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%