28/04/2022
12:55
პოლიტიკა
ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
,,ცნობილია და დააკვირდებოდით უკვე რომ ნაცების და ქართველი ლიბერალების არცერთ ანტირუსულ ისტერიას მხარს არ ვუჭერ. არ მგონია რომ რუსული მუსიკების მოსმენა პრობლემა იყოს, არ მგონია რუსი ტურისტები პრობლემა იყოს, არ მგონია რომ დოსტორვსკი და ჩაიკოვსკი პრობლემა იყოს და აბსოლუტურად იდიოტიზმი მგონია რუსულ კულტურასთან ბრძოლა.
მაგრამ ჩემთვის ის საკითხია მნიშვნელოვანი, რომელზეც ხმას არ იღებენ ისინი, კონკრეტულად კი ის რომ საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიების ხელშია, სწორედ მათი დამსახურებით. როდის შევუერთდები ანტირუსულ აქციას? როდესაც სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზების მოთხოვნა დაიწყება. მე ისაც მესმის რომ ეხლა რთულია ნაციონალიზება, მთელ რიგ საფრთხის წინაშე დავდგებით, მაგრამ საბოლოოდ ეს უნდა გაკეთდეს.
მე ვხედავ ამ კაპიტალში საფრთხეს და არა რუსულ სიმღერაში თუ Z-გამოსახულებაში. მე ვხედავ პრობლემას პრობლემას შემოტანილ დისკურსში რომელიც გვერდს უვლის ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ისტერიულია თავისი შინაარსით, ამიტომაც არ ვუერთდები მას, იმიტომ რომ მანიპულაციურია.
როდესაც ომზე იწყებენ ლაპარაკს და მთავარი აქცენტი კეთდება “ვინ დაიწყო ომი?” და იქვე ხმას არ იღებენ მთელ რიგ საკითხებზე, როგორიცაა რატომ გაიცა კოდორის ხეობის დათმობის საკითხი? რატომ შეატოვეს მშვიდობიანი მოქალაქეები? რატომ ჩაიგდო რუსეთმა უბრძოლველად ამხელა შეიარაღება? და კიდე უამრავი საკითხი, რომელსაც გვერდს უვლიან.
შენ თუ მართლა რუსებს ებრძვი, ეს საკითხები რატომ არ გაინტერესებს?
ამაზე პასუხი კი მარტივია, შენ იმიტომ არ გაინტერესებს ეს საკითხები, რომ ან კეზერაშვილი, ან სააკაშვილი, ან ნაყოფია გაფინანსებს, ის ხალხი ვინც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია. მაგრამ ისიც იცი რომ ანტირუსული თემა მუშაობს, ხო და ამ საკითხებზე ლაპარაკი გეგრძალება, სამაგიეროდ თავისუფალი ხარ ძმაო თუ დაო, ილაპარაკე რამდენიც გინდა საბჭოთა კავშირზე, რუსულ სიმღერების მავნებლობაზე, სტალინზე და მილიონ უმნიშვნელო რამეზე, რომელიც სულ უფრო და უფრო ისტერიულ და იდიოტურ სახეს იღებს.'' - წერს ნუკრი შოშიაშვილი
0
0