-share.jpg)
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დროს, ალიანსის მიერ დაშვებულმა შეცდომამ გზა გაუხსნა ვლადიმერ პუტინს, 2008 წელს საქართველოში შემოჭრილიყო, შემდეგ კი ყირიმის ანექსია მოეხდინა.
„უკრაინა 2014 წელს უკვე რომ ყოფილიყო ნატო-ს წევრი, ყირიმის ანექსია, ომი დონბასში და უკრაინის მთელს ტერიტორიაზე შემოჭრა არ მოხდებოდა“, – განაცხადა კულებამ და მოუწოდა გერმანიის მთავრობას, არ გაიმეოროს უკრაინაში ნატო-ს გაწევრიანებისთვის შეფერხების კუთხით ანგელა მერკელის კანცლერობის პერიოდში დაშვებული შეცდომა.
„არ გაიმეოროთ კანცლერ მერკელის შეცდომა, რომელიც მან 2008 წელს ბუქარესტში დაუშვა, როცა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით უკრაინის პროგრესს“,- აღნიშნა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არ ელოდება.
„მაგრამ ომის შემდეგ ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება უკრაინის არ მიღება ალიანსში“,- ამბობს კულება.
0
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03/03/2025