
"არ დაკავდეთ წინა დღეებში სექსით- ენერგიაა 4 ოქტომბერს დასაგროვებელი და საჭირო ( სპორტსმენებს შეჯიბრის წინ აკრძალული აქვთ სექსი, ჩვენ ჯარისკაცებმაც ავიკრძალოთ- საქართველოს სჭირდება ასე)" - ამის შესახებ აქტივისტი ნანა სანდერი სოციალურ ქსელში წერს და 4 ოქტომბრის მონაწილეებისთვის ინსტრუქციას აზიარებს:
ყველაფერი 4 ოქტომბრის შესახებ
გულისყურით წაიკითხეთ ბოლომდე და გაავრცელეთ, გამოგადგებათ 4 ოქტომბერს გამომსვლელებს საქართველოდან და ჩამომსვლელებს საზღვარგარეთიდან:
მხედველობის სათვალის ნაცვლად გეკეთოთ ლინზები და წამოიღეთ ლინზების მარაგი. თუ უეჭველი სათვალით მოდიხართ დამატებითი სათვალე წამოიღეთ.
საწვიმარი ქურთუკი იყოს მოკლე და მუქი ფერის, ასევე საწვიმარი შარვალი უეჭველი გქონდეთ და ფეხსაცმელი რომელშიც წყალი არ შედის.
ზურგჩანთაც მუქი ფერის გქონდეთ
ეცადეთ მსუბუქი იყოს ყველაფერი.
ჩაფხუტი არის აუცილებლობა! ოღონდ ის ჩაფხუტი არა, შარშან რასაც არიგებდნენ!
რეზინის ტყვიისგან რომ დაგიცავთ ან დარტყმისგან ზუსტად ისეთი.
გაზისგან დამცავი ნიღაბი არის აუცილებლობა!
თვალიც დაუცველი არ დატოვოთ!
სამუხლეები არის აუცილებლობა!
ან შარვალი იყიდეთ სამუხლეებით ან სამუხლე ცალკე.
სამუხლეებით შარვლის ტარება 24 საათიც არ შეიძლება - ესაც გაითვალისწინეთ. ( წამოიღეთ შესაცვლელი)
წამოიღეთ პროტეინის სნექები, შოკოლადი, ყურძნის შაქრები - ენერგია გჭირდებათ.
არ მოხვიდეთ ხაჭაპურებით, ლობიანებით და მაკარონებით ნაჭამი - ეცადეთ ნახშირწყლები ნაკლები მიიღოთ, გადამუშავებას დიდი ენერგია მიაქვს.
არ დაკავდეთ წინა დღეებში სექსით- ენერგიაა 4 ოქტომბერს დასაგროვებელი და საჭირო ( სპორტსმენებს შეჯიბრის წინ აკრძალული აქვთ სექსი, ჩვენ ჯარისკაცებმაც ავიკრძალოთ- საქართველოს სჭირდება ასე)
ქუჩებში არ იდგეთ ვიწროდ - სწრაფ მოქმედებაში ერთმანეთს ხელს შეუშლით.
ჭორაობა დავივიწყოთ და მაყვალას გოგო რას შვრება, არავინ და არაფერი არ გვაინტერესებს - დიდგორი 2-ში ვართ ომის პრინციპით და კონცენტრაცია გვჭირდება მტერზე და უამრავი შემოგზავნილი იქნება თქვენს გვერდით, უამრავი- იყავით ფხიზლად!
ყურადღებით იყავით, სწრაფ მოქმედებაზე გადასვლისთვისაც ყურადღება გჭირდებათ.
კარგად გამოძინებულები მოდით.
წინა დღეს ფიზიკურად და გონებრივად დასვენებულები მივდივართ და გავდივართ და უყურეთ ვენდეტას ყველამ ან რაც დაგმუხტავთ, აგანთებთ, მაგრამ თან გონება არ გადატვირთოთ- ეცადეთ სუფთა ჰაერზე გახვიდეთ 3 ოქტომბერს - გონებას სჭირდება მეტი სუფთა ჟანგბადი კარგად სამუშაოდ.
ოპო ტელევიზიები ბოლომდე ჩვენს მხარეს რომ იყვნენ უეჭველი გაუშვებდნენ 2 და 3 რიცხვში ვენდეტას.
4 ოქტომბერს მოდით ჯგუფად- და ყველგან იმოძრავეთ ჯგუფად, საპირფარეშოშიც და ყავაზეც გაჰყევით ჯგუფი ერთმანეთს- იქეცით ჯგუფი ერთ მოძრავ სხეულად ( ამისთვის ფსონი დადეთ მხოლოდ ხარისხზე- სანდო ადამიანებზე და არა რაოდენობაზე )
გოგოებო წინა რიგებში არ ვდგავართ ჩვენ- ქართველ მებრძოლ კაცებს ვუთმობთ ასპარეზს- ამისთვის ჩამოვიდნენ სხვადასხვა კონტინენტებიდან, ამისთვის ჩამოდიან სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან და ამისთვის გამოდიან თბილისიდანაც მებრძოლი ბიჭები და მებრძოლი კაცები რომ წინა რიგებში იდგნენ და ჩვენ ხელს არ ვუშლით მათ.
კი სამშობლოც უნდა დაიცვან და ჩვენც - ქალები, ბავშვები, მოხუცებიც უნდა დაგვიცვან ფიზიკურად და ასე აღარ იგრძნობენ ღირსეული ქართველი კაცები თავს ცუდად, დამნაშავედ და მივცეთ მათ ეს შესაძლებლობა, ( ამას გეუბნებით ის ქალი რომელსაც როცა მეუბნებიან მე დაგიცავო ისეთი უცხოა და არაბუნებრივი, მადლიერების გამოხატვის ნაცვლად, როგორ გამიბედე, მე ვისი დაცვა მჭირდება- მერთვება, მაგრამ ახლა ჩვენს დიდგორს ასე სჭირდება და "მე"- ზე მნიშვნელოვანია "ჩვენ" და ჩვენ ბრძოლას ასე სჭირდება, ჩვენი სიამაყის ცოტათი დათმობა- საბრძოლო სტრატეგიის გათვალისწინებაც ამას მოითხოვს და კი, ქართველი კაცები
არიან ჩვენი დასაყრდენი ძლიერი ძალა და მათ იციან როგორ უნდა იმოქმედონ.
და ყველას საყურადღებოდ
არ ვესაუბრებით 4 ოქტომბერს არც გდდ-ს, არც სხვა ძალოვანებს! არ მივდივართ მათთან ახლოში!!!
საუბარი ვისაც გსურთ მათთან მოასწარით 4 ოქტომბრამდე გაქვთ დრო, სხვა შემთხვევაში ჩაითვლება ყველა შემოგზავნილად და ბიჭებს მოუწევთ მათთან სხვანაირად მოქმედება - ქალი, კაცი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, არ განსხვავდება -მოხდება დემონსტრაციულად მათი გაძევება და შეიძლება მეტიც მოხდეს...
მტერთან სასაუბროდ არ გავდივართ ჩვენ!
ნებისმიერი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელს აქვს სახალხო ინიციატივა - "უმსხვერპლო გამარჯვების გეგმის" თანახმად, 4 ოქტომბრამდე ქართველი ხალხის მხარეს გადმოსვლის შესაძლებლობა- 1 წელი ხელფასის შენარჩუნების გარანტიებით- ამისთვის უნდა დაწერონ უბრალოდ განცხადება, მათ აქვთ ბოლო შესაძლებლობა
მათ შორის იმ ათასობით ემიგრანტის, ვინც უკვე ჩამოსულია და ვინც ჩამოვა, აფხაზეთში და აგვისტოს ომში ნაომარი ჯარისკაცების მხარეს გადმოსვლის, ყოფილი პოლიციელების მხარეს გადმოსვლის და ა.შ
ჩვენ, ქართველი ხალხი ვაძლევთ მაგ შესაძლებლობას და ვისაც საქართველო უყვარს გამოიყენებს, ვისაც არ უყვარს ის დადგება ჩვენს წინ დასარბევად და ივანიშვილის და რუსეთის დასაცავად ან რუსული რეჟიმის რიგებში რომ ირიცხებოდეს ისევ მაგ არჩევანს გააკეთებს.
4 ოქტომბერს გავდივართ რუსული რეჟიმის დასასრულებლად და ბავშვები დატოვეთ ყველამ სახლებში !!!
არავინ გარისკოს ბავშვის სიცოცხლე- პირველ რიგში მშობლებმა იგრძნონ მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი შვილების სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინაშე!
ასევე არავინ გაბედოს ჭკუის სწავლება და მშვიდობის მტრედობა მებრძოლებთან!
აგრესია არ გინდათ, დაინდეთ, შეინდეთ, ისინიც ჩვენი ძმები არიან - ამის მთქმელები ვიცით რომ ჩანერგილები არიან და შესაბამისად მოხდება რეაგირება და არ იქნება არც ასეთი ხალხის დანდობა !
და ყველამ კარგად იცოდეს, ჩვენ მხარეს არავინ არ გეგმავს ისეთ რამეს, რაც მეორე მხარეს სიკვდილს მოიტანს, ქოცებზე კი მიდის ამის ვარაუდი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების ინფორმაციით თუ უფრო სწორად ვარაუდი დავარქვათ, ასი პროცენტით რაც არ ვიცით მტკიცებულებებით,
რომ მათ შეიძლება თავისიანები გაწირონ - ერთი, ორი თუ რამდენი იქნება არავინ იცის, რომ ამით აქციის ხალხის გაშავება მოახდინონ და გაითვალისწინოს ყველამ, რაფალიანცის- ჩვილი ბავშვის ქვევრში ჩამხრჩობები მზად შეიძლება იყვნენ ან გდდ-ს თანამშრომელი, ან ტიტუშკა, ან პოლიციის ფორმიანი, ან ნებისმიერი სხვა რომ მოკლან და ჩვენს ანუ ქართულ მხარეს დააბრალონ- გახსოვდეთ ამათი ბოლო ბრძოლაა და ყველაფერზე წავლენ, მაგრამ ესაც ისეთი ვარაუდია, როგორიც ის, რომ კადიროველებს გამოიყვანენ ქართველი ხალხის დასარბევად.
იცოდეთ რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, ყველაფერზე წამსვლელებისგან,
მაგრამ არაფრის და არავის შეგეშინდეთ და ვიცი რომ არც გეშინიათ, ჩვენს მხარეს დგას დიდი ჯარი, ქართველი პატრიოტი ძლიერი კაცების ჯარი და ჩეჩნებს რომ ქართველებზე მეტი შეძლებოდათ, რუსეთის ნაწილი არ იქნებოდნენ და კადიროვის შნირები, ვინც საქართველოს მხარეს დადგება, იმ ჩეჩენსაც გაუმარჯოს და ინგუშსაც, უბრალოდ ქართველები კავკასიაში კი ვიყავით განსაკუთრებულები და ევროპაშიც და საერთოდ დედამიწაზე, ამიტომ გვაქვს უძველესი სამშობლო საქართველო, ამიტომ გვაქვს ჩვენი უნიკალური ენა და ჩვენი უნიკალური დამწერლობა, საქართველო იყო კი ქვეყანა, რომელშიც დუდაევის მხარეს მყოფ ჩეჩნებთანაც იყო მეგობრობა, ახლაც არის და მომავალშიც იქნება და ისინიც დაიბრუნებენ სამშობლოს - გავძლიერდებით და მერე მეგობრებსაც დავეხმაროთ და დედამიწაზეც გავხადოთ სამაგალითო ისევ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი ♥️🇬🇪
მაგრამ ვინც მტრობით მოვა ჩვენთან, არ დავინდობთ! დავლეწავთ!
ჩვენ ქართველები ვართ, არავის დაავიწყდეს და არავის შეეშალოს ჩვენთან რამე!
და აქვე
4 ოქტომბრამდე აქვს ბიძინა ივანიშვილს და მის არალეგიტიმურ რუსულ მთავრობას დრო გამოუშვას ყველა პოლიტპატიმარი და დატოვოს აბსოლუტურად ყველა შენობა, რაც ჩვენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნის!
თუ არ შესრულდება ჩვენი ბრძანება,
4 ოქტომბერს ყველას წიხლით გამოვყრით!
თმით თრევით და ლეწვით!
ქალი, კაცი ჩვენ არ ვიცით - მტერი მტერია!
მტერს სქესი, ეროვნება და ასაკი ჩვენთვის არ გააჩნია!
4 ოქტომბერს ვიბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს!
4 ოქტომბერს ვათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას მტრისგან!
არც ერთ საათს და არც ერთ წუთს არ დაველოდებით 4 ოქტომბერს! 13 წელი ჰქონდათ დრო!
დავიწყებთ მოქმედებას !
და არც არავინ დაჯდება მტერთან - ივანიშვილთან მოლაპარაკებაზე!
არაფრის გადაბარება და გადმობარება არ გვჭირდება მათგან! ისინი გააკეთებენ განაცხადს 4 ოქტომბრამდე და დატოვებენ მიტაცებულ ჩვენ სახელმწიფო შენობებს 4 ოქტომბრამდე!
ჩვენ მტერს არ ვესაუბრებით, არ ვევაჭრებით და ვერავინ გაბედავს მტერთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას!
#4ოქტომბერი #რევოლუცია #georgien
#საქართველოსპულსი #pulseofgeorgia
#ეროვნულგანმათავისუფლებელიმოძრაობა
#უმსხვერპლოგამარჯვება #victorywithoutsacrifice - წერს სანდერი
0
0
გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
29/09/2025