
„ტრამპმა რა განაცხადა უკრაინის ნატოში გაწვერიანებზე, არ არის მნიშვნელოვანი, შეიძლება განაცხადა, მაგრამ ის ჩემთვის, პირადად, არ არის ავტორიტეტი“. - ამის შესახებ რადიო "სივრცის" ეთერში, ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ამ თემაზე,(უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე) აშშ-ის სხვა პრეზიდენტი სხვანაირად იძახდა და ბუქარესტის სამიტზეც თავის დროზე, სხვა რამ ითქვა. 2008 წელს მიიღეს დაპირება საქართველომ და უკრაინამ, რომ გახდებიან ნატოს წევრები. ტრამპი ერთს აცხადებს და სხვები სხვას. აქ არის პრობლემა, კონსესუსის არარსებობა. ნატო გადაწყვეტილებას კონსესუსის შედეგად იღებს. ვერც მარტო ტრამპის ან გენმდივნის განცხადება გაწევრიანების საკითხში, ვერ იქნება გადამწყვეტი."- ამბობს ჩიტაძე.
ნიკა ჩიტაძე იმედოვნებს, რომ ტრამპი 2028 წელს პრეზიდენტი აღარ იქნება და ვითარება შეიცვლება.
„იმედია, რომ 2028 წელს აღარ იქნება ტრამაპი პრეზიდენტი და უფრო სხვა წინაპირობა შეიქმნება უკრაინა-საქართველოს გაწევრიანების გზაზე.“- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
1
0