13/04/2022
13:13
პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინაში ორი სხვადასხვა დელეგაცია გაემგზავროს, პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო დელეგაციის.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თუ როგორ დაკომპლექტდება პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის შემადგენლობა, ეს შალვა პაპუაშვილის პრეროგატივაა.
„საპარლამენტო და პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია არის აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატი. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ხორციელდება, ამ დროს დელეგაციას თავად პარლამენტის თავმჯდომარე ადგენს. შესაბამისად, ეს შალვა პაპუაშვილის პრეროგატივაა. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის სახელით მიდის სხვა ქვეყანაში, ეს უკვე პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული, სპეციფიური ფორმატია. პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ როგორ ჩამოაყალიბებს დელეგაციას. როგორც არ უნდა ჩამოყალობდეს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია, ეს არ უზღუდავს არც ერთ პარლამენტარს, არც ერთი პოლიტიკური ჯგუფიდან იმის საშუალებას, რომ საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში უკრაინაში გაემგზავროს. უკრაინიდან საერთო მოწევა არის გამოგზავნილი ზოგადად, პარლამენტარებზე. შესაბამისად, ისიც არ არის გამორიცხული, რომ ორი სხვადასხვა დელეგაცია შედგეს, პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა. ზოგადი პრაქტიკაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია არ არის ხოლმე მეტისმეტად ფართო. შესაბამისად, ამ კუთხით დელეგაციის შემადგენლობა გადაიხედება. რაც შეეეხება მეორე საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც შეიძლება შედგეს, ამის უფლება აბსოლუტურად ყველა პარლამენტარს აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0