თბილისში, დღეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. რასაც 19 წლის რევი დემეტრაშვილი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით, სავარაუდოდ, ხუციშვილის ქუჩიდან გამოსულმა ეკიპაჟმა მას გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა
რა წერია კანონში?
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე:
„მუხლი 11. ფიზიკური იძულების გამოყენება
პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები პირადი ან/და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დამნაშავისა და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის დასაკავებლად, თუ უძალადო მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს პოლიციელის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება – სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ;
საქართველოს კანონის მიხედვით, პოლიციას უფლება აქვს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, თუმცა არა გზის ჩახერგვა სხვა სატრანსპორტო საშუალებით.
გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური საშუალებები: ე.წ. ზღარბი დიანა / სპეციალური ბადე
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.
აგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0