
პაპანაქება სიცხეში, შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, აქციის მონაწილეებს შორის იყო ერთიანობა.
„აქცია ნამდვილი არჩევნების მოთხოვნით და არა როგორც ალისა ამბობს ხოლმე „ვითომ-ვითომ“ არჩევნებში და სინამდვილეში, სპეცოპერაციაში მონაწილეობის, იყო ძალიან წარმატებული!
ამ პაპანაქება სიცხეში, შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე.
კიდევ რაც მომეწონა – მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა, მხოლოდ ერთიანობა. ვულოცავ მსვლელობის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.
ძალა ერთობაშია!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0