
აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატის, ანა ბერიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სავარაუდოდ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.
როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა განაცხადა, მეყანწიშვილისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ არის, თუმცა, დაკავებისას მას სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აკავებდნენ.
„სამართალდამცავების მხრიდან რამე ძალადობას, ან იძულებას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. პირველ რიგში, მისი კუთვნილი ქურთუკი ამოიღეს, რომელიც მარიამმა მისი ნებით წარუდგინა. ეს ქურთუკი მას, როგორც თავად განმარტა, 4 ოქტომბერს ეცვა. მას კონკრეტულად აჩვენეს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი მასალა, ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ეს ქურთუკი, ბუნებრივია, მარიამმა ამოიცნო ქურთუკი. ამოღებულია ასევე, მობილური ტელეფონი. მუხლს რაც შეეხება, ჯერ ბრალდების დადგენილებას არ ვიცნობ, ის წარდგენილი არ არის, თუმცა, როგორც მარიამს დაკავებისას განუმარტეს, ეს იყო სსსკ-ის 226-ე მუხლი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. როგორც თვითონ მარიამი განმარტავს, 4 ოქტომბერს საერთოდ არ იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე იყო, თუმცა, არა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მარიამი მხნედაა, ბრძოლის უნარიაონობას არ კარგავს“, - განაცხადა ბერიამ.
0
0
პუტინი ორბანს ესაუბრა - კრემლი
17/10/2025