19/11/2022
13:20
მსოფლიო
ირანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს, ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა აიათოლა ხომეინის საგვარეულო სახლს ცეცხლი წაუკიდეს, თუმცა ხელისუფლება ინფორმაციას უარყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ სახლში დაიბადა აიათოლა ხომეინი, მოგვიანებით კი, შენობა მუზეუმად გადაკეთდა.
პარალელურად, აქცია გაიმართა ქალაქ ზაჰედანში, სადაც მონაწილეები სკანდირებდნენ „სიკვდილი ხამენეის“, რომელშიც ამჟამინდელი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოიაზრება.
როგორც ცნობილია, ირანში პროტესტი სექტემბრიდან გრძელდება. გამოსვლები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა. ის ე.წ. მორალის პოლიციამ „ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა. თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ქალი დაიღუპა.
0
0