08/12/2024
19:19
სამართალი
28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება - კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება , - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მათ შორის მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი.
ამასთან, დარაძველიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა ობიექტიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ინვენტარის, მათ შორის ბანკომატებისა და ჩასარიცხი აპარატების ჯერ გატაცების, შემდგომში კი მათი ბარიკადებად გამოყენების ფაქტები.
ასევე, შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული პირადი ნივთების ქურდობის.
,,ჩვენი თანამოქალაქეები ხედავდნენ ცეცხლმოკიდებულ საკანონმდებლო ორგანოს, დამწვარ და დამტვრეულ როგორც კერძო პირების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურას - მათ შორის სკამებს, ნაგვის ურნებს, საგზაო ნიშნებს, კარგად ჩანდა როგორ ნადგურდებოდა კერძო მესაკუთრეთა ქონება.
ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ შენობაზე ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი, გარე კაფე-ბარების ინფრასტრუქტურის სრული განადგურება, ასევე ვანდალურად იქნა დარბეული რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, დარბეული და გაძარცვულია მაღაზიები.
28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის, ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა რუსთაველის გამზირზე მდებარე „სვაროვსკის“ მაღაზიაზე, საიდანაც შავებში ჩაცმული შენიღბული და დანით შეიარაღებული პირის მიერ გატაცებულია ძვირადღირებული ნივთები, ასევე დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე ფაქტი: მათ შორის სავაჭრო ცენტრიდან, მაღაზიებიდან, ღია ბარებიდან, რესტორნებიდან და სუპერმარკეტებიდან.
მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა ობიექტიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ინვენტარის, მათ შორის ბანკომატებისა და ჩასარიცხი აპარატების ჯერ გატაცების, შემდგომში კი მათი ბარიკადებად გამოყენების ფაქტები.
ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული პირადი ნივთების ქურდობის. მოქალაქეები და კერძო მეწარმეები აფიქსირებენ შეტყობინებებს მანქანების, მოტოციკლეტების, სქროლების, გარე ავეჯისა და ინვენტარის დაზიანების თაობაზე. დამტვრეულია და დაზიანებულია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“, ასევე მაღაზიების „ბოსის“, „თაიმისა“ და „სუფთა სახლის“ გარე ფასადები.
კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.
საზოგადოებამ პირდაპირ ეთერებში იხილა, აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად როგორ ანადგურებდნენ რუსთაველის გამზირზე განთავსებულ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. რათა შემდგომში ხელი შეეშალათ პოლიციის მხრიდან დანაშაულის სწრაფი და ეფექტური გამოძიებისთვის. აღნიშნულით ზარალი მიადგა როგორც კერძო პირებს, ასევე სახელმწიფოს. ასევე, არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოქალაქეებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის." - განაცხადა დარახველიძემ
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025