
საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება კვლავ დაძაბულია.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ახალგაზრდების ნაწილმა, პარლამენტთან მოწყობილ სცენაზე ასვლა გადაწყვიტა.
საკანონმდებლო ორგანოსთან “სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ტერიტორიაზე პერიოდულად ვითარება იძაბება. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ 10 ახალგაზრდა დროშით ასულიყო საკანონმდებლო ორგანოსთან მოწყობილ ტრიბუნასთან. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს 5 წუთი მისცეს იმისთვის, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან შეეთანხმებინათ. დროის ამოწურვის შემდეგ, ადგილზე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირების გარღვევას ცდილობდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
როგორც ცნობილია, 29 აპრილს ამ სცენაზე “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ღონისძიება უნდა გაიმართოს.
0
0