რუსმა რეჟისორმა კირილ სერებრენნიკოვმა კანში განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია იმ ხალხით, რომლებიც საქართველოში აპროტესტებენ „უცხოელი აგენტების“ კანონის რუსულ ვერსიას.
კანში გამართულ პრესკონფერენციაზე მან უპასუხა კითხვას, თუ რა შედეგები მოჰყვება საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას და მაგალითებად რეჟისორ ჟენია ბერკოვიჩისა და დრამატურგის სვეტლანა პეტრიიჩუკის დაპატიმრება მოიყვანა.
„აღფრთოვანებული ვარ საქართველოში მცხოვრები ხალხით, შესანიშნავი ადამიანებით, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ ამ სიგიჟის შესაჩერებლად. მაგრამ ხედავთ, ეს არც მუშაობს. საბედნიეროდ, თქვენმა პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამ კანონს და ეს გამოვიდა, რადგან შედეგები ასეთი იქნება: როცა ადამიანები, რომლებიც არაფერში არიან დამნაშე, რაღაც ცინიზმით, სისასტიკით, ამაზრზენი განსაკუთრებული სიძულვილით, უმიზეზოდ, ფიქტიური ბრალდებით, თეატრალური წარმოდგენისთვის - ციხეში ჩასვან.
ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება „მიუღებელია“ - იუწყება SOVA.
„ჩვენ შიშით ვუყურებდით, საქართველომ ნელ-ნელა როგორ დაიწყო ამ მიმართულებით სვლა. სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ ვერაფერს ვაკეთებთ, გარდა ამაზე საუბრისა“, - განაცხადა მან.
სერებრენიკოვი საფრანგეთში გაემგზავრა 2022 წლის 30 მარტს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. მან დატოვა რუსეთი მას შემდეგ, რაც მას პირობითი სასჯელი გაუუქმდა ფართომასშტაბიანი თაღლითობისა და კრიმინალური წარსულისთვის.
0
0